თავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხეს დღეს დატოვებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხეს დღეს დატოვებს

ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს დღეს გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. 

"დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინცინდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხს. გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით და ეს არის შედეგი იმ მუშაობის, რაც გასწიეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და საკითხში ჩართულმა ყველა უწყებამ. ხვალ ათავისუფლებენ, ამას ვგულისხმობდი პოზიტიურ სიგნალში. გრძელდება მუშაობა, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system