თავში

საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების რაოდენობა გაიზარდა

საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების რაოდენობა გაიზარდა
საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების რაოდენობა გაიზარდა

ცესკოს უახლესი მონაცემებით, საჩივართა რაოდენობა დარღვევებთან დაკავშირებით 90-დან 165-მდე გაიზარდა. ამის შესახებ კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 11 საჩივარი მარკირების წესების დარღვევას უკავშირდება. აღნიშნულ შემთხვევებში მარკირების შემოწმება არ ხდებოდა .  

"ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში  შესულია. 165 საჩივარი. დარღვევების უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს, მათ შორის არის, საკონტროლო სიის არასწორი შევსება, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, სარეგისტრაციო ჟურნალის არასწორი წარმოება. თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას" - აღნიშნა მიქელაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system