თავში

საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს
საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო, პატრიარქის სამძიმარს აქვეყნებს.

ილია მეორე თამაზ კვაჭანტირაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. 

"ბატონი თამაზ კვაჭანტირაძე იყო ქართული ენისა და ლიტერატურის უბადლო მასწავლებელი სრულიად საქართველოსი. თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში მის ტელელექციებს ჩვენი საზოგადოება უდიდესი ინეტერსით უსმენდა და ცოდნას იღრმავებდა. საერთო-სახალხო მოწაფეობის ეს პერიოდი დღესაც მრავალთათვის ტკბილად მოსაგონარია.

გამორჩეულია ბატონი თამაზის ღვაწლი ჟურნალ "ბალავარის" გამოცემისა და თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში მომავალი თაობების აღზრდისთვის გაწეული.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ლოცვის ძალა მარადიულ გზაზე ბატონი თამაზის შეწევნისათვის", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system