თავში

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს ცნობით, გუშინ, 21 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს რეზიდენციაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი, ჰანს ჰენრი კლუგე ეწვია.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰანს კლიგემ "საგანგებო მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას" გაზაფხულზე ეპიდემიის პირველი ტალღის დროს "ვირუსთან საბრძოლველად გატარებული ღონისძიებებისა" და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების "ზედმიწევნით" დაცვისთვის.

"საქართველო ძალიან წარმატებული იყო ვირუსთან ბრძოლაში გაზაფხულზე, ფაქტობრივად, საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა.

მინდა, თქვენს უწმინდესობას მივულოცო ის წარმატება, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიაღწია გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში ეკლესიებში ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებისა და დაცვის შედეგად. იმედი გვაქვს, რომ ეკლესია შემდგომშიც თანმიმდევრულად იმოქმედებს ყველა იმ რეკომენდაციების დასაცავად, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ". – საპატრიარქოს ცნობით, თქვა ჰანს კლუგემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system