თავში

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) 2021 წლის 30 მაისს ურჩობაში მყოფი იღუმენი დანიელი (გვილავა) მრავალგზის გაფრთხილების შემდეგ სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა. მიტროპოლიტის ბრძანებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელისათვის, რაც გამოვლინდა, აგრეთვე, სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. მამათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების აღწერისა და გადმობარების მიზნით შექმნილი საეპარქიო კომისიისადმი მიზანმიმართული და უხეში წინააღმდეგობის სახით, თანახმად მოციქულთა კრების მე-6; 31-ე; 39-ე; 55-ე; 58-ე; ღანგრის კრების მე-7 და მე-8; ანტიოქიის კრების მე-5, მე-4 მსოფლიო კრების მე-4; მე-8; მე-18; ტრულის კრების 34-ე; ორგზისი კრების მე-13 კანონისა, განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი (გვილავა), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. დღეიდან მას აღარ ეწოდება იღუმენი დანიელი, არამედ მონაზონი დანიელი (გვილავა). ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)" - ვკითხულობთ საპატრიარქოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system