თავში

საპატრიარქომ გადაწყვეტილება მიიღო - აუგებენ თუ არა წესს 11 წლის მოზარდს!?

საპატრიარქომ გადაწყვეტილება მიიღო - ?
საპატრიარქომ გადაწყვეტილება მიიღო - აუგებენ თუ არა წესს 11 წლის მოზარდს!?

11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართულია. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომ ცოტახნის წინ გაავრცელა.

„თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system