თავში

საპატრიარქოს უწყებანი: რუმინეთის პატრიარქის კომუნიკე არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა

საპატრიარქოს უწყებანი: რუმინეთის პატრიარქის კომუნიკე არასწორი ინტერპრ
საპატრიარქოს უწყებანი: რუმინეთის პატრიარქის კომუნიკე არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა

მღვდელი გიორგი ბერაძე გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანის" ოფიციალურ გვერდზე მიმართვას აქვეყნებს და ამბობს, რომ რუმინეთის პატრიარქის კომუნიკე არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა საქართველოში. მისი თქმით, მოსახლეობამ აიტაცა დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "უნეტარესი დანიელი მოუწოდებს ეკლესიაში არწასვლისკენ, ხატებზე მთხვევაზე თავშეკავებისკენ და ზიარებისას მხოლოდ საკუთარი კოვზით სარგებლობისკენ".

მიმართვაში ნათქვამია, რომ კომუნიკეში პატრიარქის სულისკვეთება ნათლად ჩანს და ის განკუთვნილია "შიშით შეპყრობილ, რწმენაში სუსტ ადამიანებზე". როგორც ჩანს, რუმინული ეკლესიის პირველი პირი მიმართავს მათ, ვისაც ვირუსის შიშით ხატებზე მთხვევა და საერთო კოვზით ზიარება არ სურს.  "ეკლესია მათ გვერდში დაუდგება, მიიღებს ამ სისუსტეს და ეცდება გულში ჩაიკრას", - წერს მღვდელი გიორგი ბერაძე. 

მას დასტურად კომუნიკეს მეორე ნაწილში დაწერილი ფრაზა მოაქვს: "წმინდა ევქარისტია (ზიარება) ვერასდროს გახდება ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი, არამედ იგი წყაროა ახალი სიცოცხლისა ქრისტეში". ამასთან, ამბობს, რომ ცალკე, იზოლირებულად ზიარება არის გამონაკლისი და დროებითი ზომა (იკონომია) შეშინებულთა და სუსტთათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system