თავში

საპატრიარქოში ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დასრულდა

საპატრიარქოში ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დასრულდა
საპატრიარქოში ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დასრულდა

საქართველოს საპატრიარქოში ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა. მას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებოდა. 

საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტება განუცხადა, რომ საუბარი ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო შექმნილ ვითარებას შეეხებოდა. ჯგუფის წევრებმა ასევე განიხილეს ზრუნვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საკითხი. 

„ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არამხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იქნას გათვალისწინებული. ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი. 

ჩვენ ხაზგასმით გვინდა, ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება ჩვენ შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ყველა ჩვენგანმა, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს, არ მოხდეს უტრირება, არ მოხდეს რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რათა ბავშვის ინტერესები არ გადაიფაროს რაიმე სხვა ინტერესებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system