თავში

საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

საპატრიარქოს საგანგებო განცხადება
საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს და დაპირისპირებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

საპატრიარქო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს - დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. 

ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system