თავში

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა

ქუთაისთან ახლოს, მუხრანის ტყეში საპატრულო ეკიპაჟის მანქანა ავარიაში მოჰყვა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მანქანა, დიდი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას აარიდა, რა დროსაც გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მსუბუქად დაშავდა პოლიციის კუთვნილ მანქანში მჯდომი ერთი პირი.

როგორც უწყებიდან report.ge -ს აცნობეს, ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system