თავში

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადება

თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ილია ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. განცხადებას ამის შესახებ საპატრულო პოლიცია ავრცელებს.

აკრძალვები შეეხება:

- ილია ჭავჭავაძის გამზირზე, დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის კვეთიდან ავტოტრანსპორტი შეფერხების გარეშე იმოძრავებს მხოლოდ ცალმხრივად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით;

- ნინო რამიშვილისა და დიმიტრი არაყიშვილის ქუჩებიდან გამომავალიტრანსპორტი, ასევე, იმოძრავებს მხოლოდ პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით;

- მიმდინარე საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის გამზირი დაიკეტება დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის კვეთიდან ლადო კავსაძის ქუჩის კვეთამდე, ასევე, ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩისა და ილია ჭავჭავაძის გამზირი-ნინო რამიშვილის ქუჩის კვეთები. აღნიშნული ქუჩებიდან ტრანსპორტი ვერ მოხვდება ილია ჭავჭავაძის გამზირზე;

- ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმართულებით სვლის გაგრძელებას შეძლებენ მხოლოდ ლადო კავსაძის ქუჩის გავლით

- ლადო კავსაძის ქუჩაზე მოძრაობა დასაშვები იქნება ცალმხრივად, მხოლოდ ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით;

- ილია ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მომავალი ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩის კვეთამდე, საიდანაც ავტომანქანების ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩის გავლით, ირაკლი აბაშიძის ქუჩის მიმართულებით.

- ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ცალმხრივად, ნინო რამიშვილის ქუჩის გავლით;

- დიდიმ მირცხულავას ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები იქნება ორმხრივად, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტი კი დიდიმ მირცხულავას ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებს ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მხოლოდ პეტრე მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით;

- გარდა ამისა, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი ავტომანქანები დიდიმ მირცხულავას ქუჩის გავლით მოხვდებიან ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე.

- პარკირება აიკრძალება ნიკოლოზ ბერძენიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, ნინო რამიშვილისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system