თავში

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა ახალი მოთხოვნები გააცნეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა ახალი მოთხოვნები გააცნეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა ახალი მოთხოვნები გააცნეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა ხელისუფლებისადმი მოთხოვნები გააცნეს. აქციას "დავიბრუნოთ ქვეყანა" ახალი მოთხოვნები აქვს. კერძოდ, აქტივისტები ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს.

საუბარია გერმანულ საარჩევნო მოდელზე, რომლის მისაღებადაც მათი თქმით, 3 კვირა და 76 ხმაა საჭირო 113-ის ნაცვლად. მათივე თქმით, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, რაც ნიშნავს, რომ გახარიას მთავრობა უნდა გადადგეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ზუკა ბერძენიშვილის განცხადებით, ვადამდელი პროპორციული არჩევნების რეალისტური, მარტივი გზა არის ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც, მისივე თქმით, 2 კვირის ვადაში შეუძლია დაამტკოცოს პარლამენტმა.

„რეალისტურ გზად გვესახება, რომ ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები; ამ არჩევნებს ჩაატარებს დროებითი მთავრობა და არა გახარიას და მისი ძალოვანი მინისტრების მიერ აწყობილი მოსყიდვაზე აგებული სისტემა. ვადამდელი პროპორციული არჩევნების რეალისტური, მარტივი გზა არის ის სიახლე, რომელიც ჩვენ დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად შევიმუშავეთ ეს არის გერმანული მოდელი, რომლითაც იგივენაირად კომპლექტდება მაჟორიტარების და პროპორციული სიით გასული დეპუტატების შემადგენლობა. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ მათი რაოდენობა არის განსაზღვრული მაგრამ არჩევის წესი კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია წარვადგინოთ გერმანული მოდელი, რომელიც არ საჭიროებს საკონსტიტუციო კანონის შეცვლას და გულისხმობს მხოლოდ ორგანული კანონის შეცვლას. რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ 76 ხმა არის საკმარისი. თუ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ის და ამერიკის ელჩი თანაბრად შეწუხებულები არიან იმ ფაქტით, რომ პროპორციული ვერ გაიტანეს იმიტომ, რომ მაჟორიტარები ვერ დაითანხმეს, ეს არის მათთვის საბოლოო ტესტი . ეს კანონპროექტი პირდაპირ დარეგისტრირდება, იქნება ინიცირებული. ასევე მნიშვენლოვანია ვადები - ჩვენ არ ვაპირებთ მათთან დიდხნიან ტყუილებში შეყოლას, 2 კვირა სჭირდება ამ პროცედურებს და 2 კვირის განმავლობაში იქნება მაქსიმალური ზეწოლა, რათა ეს კანონპროექტი საბოლოოდ გავიდეს. ამ კანონპროექტის ჩაგდებაც უკვე სრულ დისკრედიტაციას უწევს საქართველოს მთავრობას, აღარ დარჩებათ არგუმენტი და ჩვენ გვინდოდაო, ვეღარ იტყვიან, თუ უნდოდათ ვიცით, რომ შეუძლიათ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

საპროტესტოსტო აქცია რუსთაველის გამზირზე უკვე დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი ღამეს კვლავ კარვებში გაატარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system