თავში

საპტრიარქო: პატრიარქისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება

საპტრიარქო: პატრიარქისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება
საპტრიარქო: პატრიარქისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება

საქართველოს საპატრიარქოში ეპიდემიოლოგები კვლევას ატარებენ. მას შემდეგ, რაც პატრიარქის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, სპეციალისტებმა საპატრიარქოს თანამშრომლების PCR ტესტირებით კვლევა დაიწყეს. 

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ტესტირება თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.

"რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს", - აცხადებენ საპატრიარქოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system