თავში

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება
საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება

საქართველოში 27 აპრილიდან ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია იწყება. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ავტორიზაცია აპრილის ბოლოსაა დაგეგმილი.

"საბჭოს რეკომენდაციით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ექსპერტები დაასრულებენ მუშაობას პროტოკოლზე და დეტალურ რეკომენდაციებზე, რომელიც შეეხება ქვეყანაში Sinopharm-ით ვაქცინაციის დანერგვას. რეგისტრაციის პროცესი Sinopharm-ის ვაქცინაზე გაიხსნება 27 აპრილისთვის.

შესაძლოა, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მეტად მიენიჭოს უპირატესობა Sinopharm-ს, განსხვავებით AstraZeneca-სგან, რომელსაც ვიყენებთ 55 წელს ზემოთ," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system