თავში

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები შესაძლოა, გადაიხედოს – ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან არ გამორიცხა, რომ ტარიფი შესაძლოა, თვითღირებულებას მიებას, რადგან პროდუქტის თვითღირებულება გაზრდილია.  

„შევთანხმდით, რომ მომავალი კვირიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელთაგან ერთი იმუშავებს ტარიფების ღია და გამჭვირვალე ფორმულის დადებაზე და შემუშვდება ფასთა ინდექსაციის მექანიზმიც. ინდექსაცია შესაძლოა განახლდეს სამ წელიწადში ერთხელ, რაც ასევე მისაღებია. აქ საუბარია მთლიანად საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებულ ტარიფებზე. რადგან გაიზარდა პროდუქციის თვითღირებულება, ამის გამო უნდა დაიდოს ახალი ფორმულა, რომლის მიხედვით მოხდება სრული თუ არა, ნაწილობრივი ასახვა. შესაძლებელია, თვითღირებულებას მიებას ტარიფები“,- აღნიშნა მინდიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system