თავში

"საყრდენის გარეშე სახლმა 48 საათი გაძლო, ეს იშვიათად ხდება" - არქიტექტორი

"საყრდენის გარეშე სახლმა 48 საათი გაძლო, ეს იშვიათად ხდება" - არქიტექტორი
საყრდენის გარეშე სახლმა 48 საათი გაძლო, ეს იშვიათად ხდება - არქიტექტორი

არქიტექტორ დუგლას ზამთარაძის თქმით, ბათუმში, კორპუსის ნგრევა არასწორად ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.

მისივე თქმით, საყრდენის გარეშე სახლმა 48 საათი გაძლო, რაც იშვიათი შემთხვევაა.

"ნგრევა გამოიწვია იმ სამუშაოებმა, რომელიც არასწორად ჩატარდა. მე ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ თუ იქ გამოღებულია მართლაც ექვსმეტრიანი შუა მზიდი კედელი, წარმოიდგინეთ, ხუთი სართული რომ თავისი წონით დააწვეს და იმას საყრდენი გამოაცალოთ, ის ხომ დაინგრევა? რა სინდისი და ნამუსი ჰქონია სახლს, რომ გამომძვრალი საყრდენის გარეშე 48 საათი გაძლო. ეს იშვიათად ხდება ისტორიაში. ეს სახლის პლუსზე ლაპარაკობს, მის გამძლეობაზე. წარმოიდგინეთ, ასკილოიანი კაცი მარტო ცერზე 48 საათი რომ გააჩეროთ, ის ცერი გაძლებს?", – განაცხადა ზამთარაძემ პირველი არხის ეთერში.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system