თავში

სარფის საბაჟოდან ირანის მოქალაქეები თურქეთში გააბრუნეს

სარფის საბაჟოდან ირანის მოქალაქეები თურქეთში გააბრუნეს
სარფის საბაჟოდან ირანის მოქალაქეები თურქეთში გააბრუნეს

სარფის საბაჟოდან ირანის ორი მოქალაქე თურქეთში გააბრუნეს. ორივე მათგანს საბაჟო შემოწმებისას ტემპერატურა აღმოაჩნდა ამიტომ მესაზღვრეებმა მათ საქართვლოს საზღვრის გადმოკვეთის საშუალება არ მისცეს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, სარფის საბაჟოსა და აეროპორტში მგზავრების ინტენსიური შემოწმება ხორციელდება.

„რეგიონში ამ ეტაპზე არ გვყავს საეჭვო კლინიკური ნიშნით პაციენტი. ხვალ იგეგმება სამუშაო შეხვედრები. რაც შეეხება გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გვქონდა შეხვედრა აჭარის მთავრობაში და გავიარეთ ყველა საჭირო ღონისძიებები, რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში დაიგეგმოს. საზღვარზე მგზავრთა სკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც აეროპორტში, ისევე სარფში. სამედიცინო პერსონალი ყველა საეჭვო ჩივილებით მგზავრებს ამოწმებს. თუ გამოვლინდება საეჭვო შემთხვევა, მისი გადაყვანა მოხდება ინფექციურ საავადმყოფოში. ირანის ორ მოქალაქეს ტემპერატურა 37,5 აღენიშნებოდათ, ისინი უკან თურქეთში გააბრუნეს“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system