თავში

სარფში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სარფში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სარფში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით, სარფში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნას ის მოქალაქეები მოითხოვენ, რომლებიც  თურქეთში იყვნენ დასაქმებული.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სარფი-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ცენტრალური გზა, ამ დროისთვის, გახსნილია.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტს შეჩერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system