თავში

სასაფლაოზე კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს

სასაფლაოზე კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს
სასაფლაოზე კიდევ ერთი აქტივისტი დააკავეს

მოძრაობა "საქართველოს" აქტივისტი ბექა პაპაშვილი ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, თუმცა მას ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

მათ აქტივისტი წინააღმდეგობას უწევდა. სამართალდამცველებმა პაპაშვილი პოლიციის მანქანაში ჩასვე და სავარაუდოდ, ადგილიდან განარიდეს. 

პაპაშვილის მტკიცებით, პოლიციამ მისი უფლებები უკანონდ შეზღუდა. 

"მოვედი ჩემი პაპის საფლავზე, პასკებით და კვერცხებით და ამის გამო მაკავებენ ეს უღირსი ადამიანები. პოლიცია, რომელიც საკუთარ მუნდირს უკანონო დავალებების შესრულებით არცხვენს, ცდილობს დამაკავოს სასაფლაოზე შესვლის გამო. უკანონოდ მაკავებენ, ამ დაკავებაზე პასუხი მოეთხოვებათ. მარტო ვარ მოსული, დაძაბულობის გარეშე მინდოდა შევსულიყავი" - თქვა პაპაშვილმა დაკავების პროცესში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system