თავში

სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი გასაგორებლად - მეგრელიშვილი

სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი გასაგორებლად - მეგრელიშვილი
სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი გასაგორებლად - მეგრელიშვილი

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა აღდგომის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, შესაძლოა, ადამიანებს პოლიტიკური გადაწყვეტილებებით უფრო მეტი ზიანი მიადგეთ, ვიდრე კორონავირუსით. 

"ოდესმე შეიძლება კვლევა ჩავატაროთ და აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მოქმედებებით უფრო მეტი ხალხი დავხოცეთ, ვიდრე კორონავირუსმა შეიწირა. ეს ხომ საზარელი ტრაგედია იქნება, იმ ადამიანებისთვის ვინც ეს გააკეთა, შემდეგ იმ ცხვრებისთვის, რომლებიც ამ სიგიჟეს ერთი წელი თავს უქნევდნენ. ხომ შეგვრცხვება?

ქუჩის მორეცხვა ამ სიტუაციაში, სადაც ვართ, სასაფლაოების შეზღუდვები... სასაფლაოზე რომ ვიყავი, პოლიციელმა წაიღო ჩემი კვერცხი სასაფლაოზე გასაგორებლად. თავს უხერხულად ვგრძნობდი, არც პროტესტის სურვილი მქონდა, არაფრის სურვილი არ მქონდა. მანქანიდან გადმოსვლის შემრცხვა. საკუთარ თავს ჩვენ თვითონ მოვუწყვეთ, როგორც მთავრობამ, ისევე ხალხმა მორჩილებით და უცოდინრობით. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, სამყაროში მარტო ჩვენ არ ვართ ასეთები",- განაცხადა მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system