თავში

სად შეიზღუდება მოძრაობა 12 ივნისამდე - განცხადება

სად შეიზღუდება მოძრაობა 12 ივნისამდე - განცხადება
სად შეიზღუდება მოძრაობა 12 ივნისამდე - განცხადება

თბილისში, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, - ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

"28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ტერიტორიაზე კომპანია "ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი" წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლას ასრულებს.

ამის შემდეგ კი, კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება.

ჟანი კალანდაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის აუცილებელია საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვა.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system