
ავტოსაგზაო შემთხვევას ქვემო ფონიჭალაში, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ რამდენიმე ადამიანს დაეჯახა.
მათგან ორი, ადგილზე გარდაიცვალა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილებს შორის, ერთი, 5 წლამდე ბავშვია.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი.
როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.