თავში

საშიშია თუ არა აცრის შემდეგ ბანაობა - იმნაძის განმარტება

საშიშია თუ არა აცრის შემდეგ ბანაობა - იმნაძის განმარტება
საშიშია თუ არა აცრის შემდეგ ბანაობა - იმნაძის განმარტება

ზოგიერთი ჩვენი კოლეგა აცრილ მოქალაქეებს ეუბნება არ იბანაოთო, მაგრამ აცრის შემდეგ ტანის დაბანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

იმნაძის თქმით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აცრილ მოქალაქეებს ბანაობა უპრობლემოდ შეუძლიათ. 

"ზოგიერთი ჩვენი კოლეგა აცრილ მოქალაქეებს ეუბნება, არ იბანაოთო. ზოგი ეუბნება, 3 თვე არ იბანაოთო. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი საჭიროება, რომ აცრის შემდეგ არ იბანაოთ, არ არის. ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე პლასტირებსაც. რომ ავიცრებით იმ წუთშივე ნუ ვიბანავებთ და გარკვეული დროის შემდეგ ტანის დაბანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system