თავში

ახალციხის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა - PHOTO

ახალციხის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა - PHOTO
ახალციხის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა - PHOTO

ახალციხეში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

გუშინ გვიან ღამით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა და მოირეცხა ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩები, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები.

სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი კოორდინაციით ჩატარდა.

ქუჩების მორეცხვისა და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

პრევენციული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა ერთობლივად განახორციელეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system