თავში

სასკოლო ოთახებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს

სასკოლო ოთახებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება შესაძლოა გად
სასკოლო ოთახებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს

"VII -XII კლასებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებას, ბრძანებაში მითითებული ვადა პირობითია და შეიცვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე", - ეს ინფორმაცია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განმარტებაშია აღნიშნული. 

უწყების ცნობით, ბრძანება ეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენების შესაძლებლობას.

„როგორც ცნობილია, პირველი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლებში სწავლა პირველიდან მეექვსე კლასებში გაგრძელდა საკლასო ოთახებში, მაგრამ მოსწავლეთა ინტერესებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მშობლებს მიეცათ არჩევანის საშუალება, დისტანციურ სწავლასა და საკლასო ოთახში სწავლას შორის. ამისთვის, სამინისტროს მიერ შეიქმნა ახალი ელექტრონული პორტალი - online.emis.ge, სადაც I-VI კლასის ჩათვლით მშობლებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაარეგისტრირონ შვილები დისტანციური სწავლების მიზნით. სწორედ აღნიშნულ ბრძანებაში განისაზღვრა I-VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ვადები, რაც შეეხება VII -XII კლასებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებას, ბრძანებაში მითითებული ვადა პირობითია და შეიცვლება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძანება საშუალებას აძლევს სკოლებს, VII-XII კლასებში სწავლის სასკოლო ოთახებში განახლების შემდეგ, მოსწავლეებს, მათი სურვილის შემთხვევაში შესთავაზონ დისტანციური სწავლების მოდელი. აქვე უნდა განვაცხადოთ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა არაერთგზის აღნიშნა, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ყველა მოსწავლე ამ სემესტრში დაუბრუნდეს სასკოლო გარემოს და მიმართა საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system