
ახალციხეში 112-ის ჯგუფი ავარიაში მოყვა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფს ავადმყოფი სოფელ საძელიდან ახალციხის საავადმყოფოში გადაჰყავდა.
სასწრაფო დახმარების ექიმებმა, დაშავებული ექიმი და მანქანაში მყოფი პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.