თავში

სასწრაფო, რომელსაც ავარიისას დაშავებული კლინიკაში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

სასწრაფო, რომელსაც ავარიისას დაშავებული კლინიკაში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
სასწრაფო, რომელსაც ავარიისას დაშავებული კლინიკაში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ჩხოროწყუს მუნიციპალტეტის სოფელ მუხურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც სასწრაფოს ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად სასწრაფოს ეკიპაჟის სამი წევრი და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა. ამასთან, გაუარესდა წინა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა.

ხუთივე დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system