თავში

სასტუმრო "რედისონში" ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სასტუმრო "რედისონში" ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სასტუმრო რედისონში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 საგანგებო სიტუაციების სამსახური წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია წინანდალში სასტუმრო რედისონში არსებული ხანძრის შესახებ.

ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამოც, დაუყონებლივ დაიწყო შენობაში მყოფი პერსონალის და დამსვენებლების ევაკუაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 35 თანამშრომელი მუშაობს
და მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა" -
აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system