თავში

სასტუმრო ,,პარაგრაფში" კორონავირუსი დადასტურდა

სასტუმრო ,,პარაგრაფში" კორონავირუსი დადასტურდა
სასტუმრო ,,პარაგრაფში კორონავირუსი დადასტურდა

შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.

როგორც სასტუმროში აცხადებენ, ინფიცირებული პირი სასტუმროს შტატგარეშე თანამშრომელია და ის სასტუმროში დროებით იმყოფებოდა.

,,მოგახსენებთ, რომ პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა COVID-19, არ არის სასტუმრო “პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი“-ს შტატში რიცხული თანამშრომელი და იმყოფებოდა სასტუმროში დროებით. მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და იგი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა მათთან.

აღნიშნულ პირს, ვირუსი დაუდასტურდა თბილისში ყოფნისას და იგი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში.
რამდენიმე თანამშრომელს, რომელიც იყო მასთან შემხებლობაში, ჩაუტარდა ტესტირება და ყოველივე მათგანს მიღებული აქვთ უარყოფითი პასუხები და ისინი ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი რეკომენდაციებით რჩებიან იზოლაციაში.

სასტუმრო ,,პარაგრაფი" აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავცრელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system