თავში

სასტუმროს, სადაც პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს

სასტუმროს, სადაც პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს
სასტუმროს, სადაც პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს

სასტუმრო ,,რუმს ჰოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პროტესტს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.

მანამდე, აქცია გაიმართა სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი სტუმრები ვახშმობდნენ. 

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

სასტუმრო, ვინოტელი, სადაც ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ივახშმეს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system