თავში

სასულიერო პირები ,,გირჩის" წევრს წესს არ უგებენ  - განახლებულია

სასულიერო პირები ,,გირჩის" წევრს წესს არ უგებენ  - განახლებულია
სასულიერო პირები ,,გირჩის წევრს წესს არ უგებენ  - განახლებულია

პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" მიმართვას ავრცელებს, სადაც სასულიერო პირებს მოუწოდებს, "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახურს წესი აუგონ. "გირჩის" ინფორმაციით, 24 წლის შაკო ბარამიძე ავტოავარიაში დაიღუპა, თუმცა იმის გამო, რომ ის "ბიბლიური თავისუფლების" წევრი იყო, ოჯახს წესის აგებაზე სასულიერო პირები უარს ეუბნებიან. 

"წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება. ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.

ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს.

მართლმადიდებელ სასულიერო პირებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, რათა დაგაკავშიროთ დაღუპულის ოჯახს,"-ნათქვანმია "გირჩის" განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system