თავში

სასულიერო პირები პირდაპირ ეთერში აიცრებიან - იმნაძე

სასულიერო პირები პირდაპირ ეთერში აიცრებიან - იმნაძე
სასულიერო პირები პირდაპირ ეთერში აიცრებიან - იმნაძე

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოსახლეობის დარწმუნება ვერ ხერხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, იცის რამდენიმე სასულიერო პირი, რომელიც პირდაპირ ეთერში აიცრება.

„ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო საქართველოშია. ასეა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ახალი ვაქცინაა, აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა. ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და თავის ადგილას დადგება. მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება თქვენი თანდასწრებით. მე პირადად ჩიპი არ მაქვს და რა ვქნა ახლა. ასე რომ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system