თავში

საცხოვრებელი 2022-2024 წლებში კიდევ 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა

საცხოვრებელი 2022-2024 წლებში კიდევ 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საცხოვრებელი 2022-2024 წლებში კიდევ 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა

მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა, – ამის შესახებ ჯერ კიდევ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

უკვე თითქმის ყოფილი მინისტრის თქმით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯამში 7 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უპრეცედენტოდ მასშტაბური განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი ჯამში 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა და მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს.

ტიკარაძის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის დანერგვამ განაპირობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system