თავში

საცობებმა წაიღო საქართველო, სიჩქარის შეზღუდვა ხომ არ გაიზარდოს 130 კმ/სთ-მდე?! - ფრიდონ ინჯია

საცობებმა წაიღო საქართველო, სიჩქარის შეზღუდვა ხომ არ გაიზარდოს
საცობებმა წაიღო საქართველო, სიჩქარის შეზღუდვა ხომ არ გაიზარდოს 130 კმ/სთ-მდე?! - ფრიდონ ინჯია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, “ევროპელი სოციალისტების” წევრი, ფრიდონ ინჯია მაგისტრალებზე სიჩქარის ზედა ზღვრის გაზრდის ინიციატივით გამოდის. 

ინჯიამ ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომელიც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატით იმყოფებოდა.

"საცობებმა წაიღო საქართველო. პრაქტიკულად არ ჩანს გამოსავალი, განსაკუთრებით ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ იქ სადაც შეიძლება ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ის შეზღუდვა, რომელიც არის 110კმ/სთ, ამ პერიოდში გაიზარდოს 130 კმ/სთ-მდე?!" - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში. 

შეგახსენებთ, ხუთ იანვარს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესულ 4 დეპუტატს - ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანს, გელა მიქაძესა და ავთანდილ ენუქიძეს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად მიანიჭა.

მოგვიანებით, მათ, პარტია "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნეს და ყრილობაზე თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system