თავში

საცობში 12-13 წლის გოგო მომადგა, არც ისეთი გულჩვილი ვარ, მაგრამ... - რას წერს ბაია პატარაია

საცობში 12-13 წლის გოგო მომადგა, არც ისეთი გულჩვილი ვარ, მაგრამ... - რას წერს ბაია პატარაია
საცობში 12-13 წლის გოგო მომადგა, არც ისეთი გულჩვილი ვარ, მაგრამ... - რას წერს ბაია პატარაია

უფლებადამცველი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფოს ქუჩაში მომუშავე და იქვე მცხოვრები ბავშვები არ აინტერესებს. 

პატარაიას თქმით, ასეთ ბავშვებს კანონი ვერ იცავს. 

"საცობში ბოშა ბავშვები შემოგვესიენ საქარე მინის საწმენდებით. ჩემსასაც მოადგა ერთი 12-13 წლის გოგო. "არ მინდა, ფული არა მაქვს მეთქი", შევძახე, მაგრამ ყური არ მათხოვა. ვიფიქრე, ვერ გაიგონა თქო, შუშა ჩამოვწიე, თავიც კი გამოვყავი და გავიმეორე. გვერდითა მანქანიდან კაცები ახორხოცდნენ. ამათ რაღა აცინებთ თქო, კი გავხედე და ისევ გოგონას მივაშტერდი. შემომხედა. "არაუშავსო" მითხრა ისეთი სევდით და ოხვრით, რომ იმას ჩემი ვერმიცემული ლარიანის დარდი არა ჰქონდა... მორჩა წმენდას და წავიდა სხვა მანქანისკენ.

არც ისეთი გულჩვილი ვარ, ყველა მათხოვარ თუ მომუშავე ბავშვის დანახვაზე მეტირებოდეს, მაგრამ...

მე ხომ ვიცი, რომ ამ ბავშვს ამ შრომას აიძულებენ, მერე მთელ შეგროვილ ფულს ართმევენ, სულ მალე გაათხოვებენ კიდეც და მერე ორსული ივლის სამათხოვროდ...

მეც ვიცი და ყველამაც იცის, მაგრამ რა მერე? ბოშები და ზოგადად, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, არ აინტერესებს სახელმწიფოს. ხანდახან გაიფართხალებენ, თუ დონორმა ორგანიზაციებმა ბევრი ფული მისცეს, დასრულდება პროექტი და მიატოვებენ ისევ.

ასე, კანონის მიღმა ცხოვრობენ ეს ბავშვები. კანონი მათ არ და ვერ იცავს შრომითი თუ სხვაგვარი ექსპლუატაციიისაგან. ასეთი ქვეყანა გვაქვს" - წერს ბაია პატარაია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system