თავში

"საწყენია, შური ჰქვია ამას და ვერ მოვითმინე რომ არ მეთქვა" - გიორგი ფხაკაძე

"საწყენია, შურ
საწყენია, შური ჰქვია ამას და ვერ მოვითმინე რომ არ მეთქვა - გიორგი ფხაკაძე

მე მეგონა, მარტო მე მლანძღავდნენ და თურმე სადა ხარ?! ინტერნეტში გადავაწყდი ნეგატიურ პოსტებს ჩემს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიურ კოლეგაზე, გიორგი ღოღობერიძეზე. არ დავასახელებ ინფორმაციის წყაროს და იმას, თუ ვინ დაწერა, უნებლიეთ ტირაჟირება რომ არ გავუკეთო ამ შურიან პასკვილს. ისე მეწყინა, ვერ წარმოგიდგენიათ! - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ესქპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. 

მისი შეფასებით, გიორგი ღოღობერიძე ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ექიმია, რომელიც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს. მისივე თქმით, გიორგი ღოღობერიძის წინააღმდეგ აგორებული ნეგატიური კამპანია შურით არის განპირობებული. 

"გასაგებია, ახალგაზრდა როცა ხარ, შეიძლება, რაღაც შეცდომა დაუშვა, ეს ნორმალურია. შეცდომას ყველა უშვებს, მეც, ამხელა გამოცდილებისმქონე. შეცდომა ადამიანურია.

მე გადავხედე გიორგი ღოღობერიძის ჩაწერილს ვიდეოებს. ეს არის ახალგაზრდა სპეციალისტი, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მონდომებული. რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს, კიდევ მეტი გამოცდილება უნდა შეიძინოს. გამოცდილება არის დრო, დროს ვერ იყიდი. შეიძლება, აქვს რაღაც პატარა ტექნიკური შეცდომები, მაგრამ ეს ნორმალურია. ის კითხულობს უამრავ ინფორმაციას, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ინგლისურად, ანალიზს აკეთებს, და შემდეგ გასაგებ ენაზე აწვდის ხალხს. ფაქტიურად ადამიანი ეწევა საზოგადოების განათლებას. ნეტავი ასეთი ბევრი გვყავდეს. შეიძლება, ასე გადაუარო და სტიმული დააკარგვინო?!

ვინც აკრიტიკებთ გიორგის, ნეტავ თქვენ გაგეკეთებინათ ის, რასაც ის ახერხებს. ამ უაზრო სისულელეების წერას, ეს ჯობდა. ჩვეულებრივ მოქალაქეებზე არ მაქვს საუბარი, როცა სხვა კოლეგები ასე უსამართლოდ აკრიტიკებენ, საწყენია. თუ ასეთი მაგრები ხართ, თქვენ გააკეთეთ, გიშლით ვინმე ხელს?! თუ არადა შური ქვია ამას!

მეგობრებო, სისულელეებს ნუ აჰყვებით. შეცდომები ყველას მოსდის, უშეცდომო მხოლოდ ღმერთია. შეიძლება, ახალგაზრდას რაღაც გამორჩეს ან ინფორმაცია სხვანაირად გადმოსცეს, არაა პრობლემა. რატომ იმას არ უყურებენ, რამდენ პოზიტიურ და საჭირო ინფორმაციას ავრცელებს ღოღობერიძე?! საზოგადოებას ანათლებს.

მეც, ჩემდამი ტალახის სროლის შემდეგ რამდენჯერმე ვიფიქრე, აღარ გავაკეთებ ლაივებს-მეთქი, მაგრამ იმდენმა ადამიანმა მომმართა სხვადასხვა შეკითხვით, მივხვდი, ხალხის 99%-ს სჭირდება, რასაც ვაკეთებ. ასევე ღოღობერიძეც აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, გაიზრდება, კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას დააგროვებს. რა უბედურებაა ეს ბოღმა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ?!

გიორგი ღოღობერიძეს არანაირი მხარდაჭერა არ სჭირდება, ძალიან ძლიერი ადამიანია, ამ მტრობასაც გაართმევს თავს, როგორც დავინახე, სწორად აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ ვერ მოვითმინე, არ მეთქვა.

საქართველო პატარა ქვეყანაა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვუმტროთ, ჯობს, მხარში ამოვუდგეთ. როცა სხვას უთხრით მიწას, ამით საკუთარ თავს უთხრით სინამდვილეში. თუ ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია, ხელი უნდა შევუწყოთ, გასაკეთებელი კი ამ ქვეყანაში იმდენია, ყველას ეყოფა – გააკეთეთ! არაა საჭირო ნეგატივი.

იმედი მაქვს, გიორგი ღოღობერიძე არ ჩავარდება ამ მტრულ „ხაფანგში“, პირიქით, გაძლიერდება და გააგრძელებს წინსვლას და იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც აკეთებს, ის საზოგადოებას საჭირო ინფორმაციებს მიაწვდის.

გახსოვდეთ, 100%-იანი მედიცინა არ არსებობს. მედიცინა არის 90%, 10% შეცდომებია. ასევე, როცა რაღაცას წერთ, გახსოვდეთ, – არსებობს სინდისი“ - აცხადბს ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system