თავში

საუბედუროდ, ადრე თუ გვიან დადგება ეგ მომენტიც - რა პროგნოზს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ექიმი

საუბედუროდ, ადრე თუ გვიან დადგება ეგ მომენტიც - რა პროგნოზს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ექიმი
საუბედუროდ, ადრე თუ გვიან დადგება ეგ მომენტიც - რა პროგნოზს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ექიმი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა მისი პროგნოზით, ეს გარდაუვალია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ რუსთავის ციხესთან განუცხადა.

"კლინიკაში გადაყვანის ახლა აუცილებლობა არ არის, მაგრამ საუბედუროდ დადგება ეგ მომენტი. ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს შიმშილზე, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, პოლიტიკური შიმშილი, შესაბამისად, პოლიტიკური შიმშილი კიდევ სხვანაირად მიდის.

მე ხვალაც ვაპირებ მოსვლას. ვნახოთ, როგორ იქნება. სიარული უჭირს თუ არა, ეს როგორ მოგიყვეთ, წარმოიდგინეთ, ადამიანი ორი კვირაა შიმშილობს, ცხადია, რომ წითელი ლოყები ვერ ექნება. კიდურების მხრივ პრობლემა არ აქვს, მაგრამ გადაადგილება უჭირს თუ არა ამის შეფასება რთულია, რადგან იქ ძალიან პატარა ადგილია" - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system