თავში

სავაჭრო ცენტრების გახსნის საკითხი, შესაძლოა, გადაიხედოს

სავაჭრო ცენტრების გახსნის საკითხი, შესაძლოა, გადაიხედოს
სავაჭრო ცენტრების გახსნის საკითხი, შესაძლოა, გადაიხედოს

სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც ისინი 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე ითხოვენ ცენტრების გახსნას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი აცხადებს, რომ შესაძლოა საკითხი გადაიხედოს, 

"შეზღუდვების დაწესების მთავარი მოტივაცია პანდემიის გავრცელების შეჩერებაა შესაბამისად, ეს რეგულაციები მოქალაქეების მობილობის შემცირებისაკენ არის მიმართული და ბალანსი დაჭერილია, როგორც შეზღუდვებთან დაკავშიორებით, ასევე ეკონომიკასა და ბიზნესის ინტერესებს შორის. ამიტომ, თუ ეპიდემიური ვითარება ჩვენს საშუალებას მოგვცემს, შესაძლოა ეს საკითხი გადახედილი იყოს,"- განაცხადა მან "დღის კურიერის" ეთერში. 

მისი თქმით, რეგულაციების შემოღებამდე მთავრობა კონსულტაციებს აწარმოებდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მაქსიმალურად მოხდა პოზიციების შეჯერება.

„პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი არის მობილობის შემცირება, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. შესაბამისად, მსოფლიოში თუ გადავავლებთ თვალს, როგორ ებრძვიან პანდემიას, ყველგან ეს მეთოდებია გამოყენებული.

რეგულაციების შემოღებამდე ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებდით ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამ კონსულტაციებში ჩართულები იყვნენ ბიზნესისა და ჯანდაცვის სექტორი, ასევე ეპიდემიოლოგები და მაქსიმალურად მოხდა პოზიციების შეჯერება. ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კოვიდპანდემიისა და ინფიცირების გაზდილი შემთხვევების პრევენციის მიზნით, ხვალიდან 24-დეკემბრამდე საცალო-სავაჭრო სექტორი მუშაობას აჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system