თავში

საზარელი ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი

საზარელი ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი
საზარელი ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი

თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტრაილერს შეეჯახა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system