თავში

საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებს საზღვაო წვრთნას სახელმწიფო დაუფინანსებს

საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებს საზღვაო წვრთნას სახელმწიფო დაუფინანსებს
საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებს საზღვაო წვრთნას სახელმწიფო დაუფინანსებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს საზღვაო აკადემიის სტუდენტთა საზღვაო პრაქტიკის სახელმწიფო დაფინანსების თაობაზე.

არსებული მდგომარეობით, საზღვაო პრაქტიკის სავალდებულო 6-თვიან ნაწილს სასწავლებლები უზრუნველყოფენ, მაგრამ იმისთვის, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა გაცილებით სწრაფად მოახერხონ მაღალი პოზიციების დაკავება, საჭიროა დამატებით 6-თვიანი პროფესიული პრაქტიკა საერთაშორისო ნაოსნობაში. სწორედ აღნიშნულ წვრთნას დააფინანსებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და აჭარის მთავრობა.

„საზღვაო განათლების მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფომ დღეს კიდევ ერთი პრობლემა გადაჭრა - 2020 წლიდან აკადემიის ყველა კურსდამთავრებული შეძლებს გაიაროს სწავლების შემდგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი სტუდენტების წარმატებით დასაქმებას“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით,„დღეს საქართველო მსოფლიო სახელმწიფოებს შორის მე-13 ადგილს იკავებს ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით, მაგრამ ეს ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის. 

„ქართველ მეზღვაურებს გააჩნიათ ზღვაოსნობისთვის საჭირო უნარები და კვალიფიკაცია მაღალი პოზიციების დასაკავებლად. შესაბამისად, სახელმწიფო ერთი მხრივ, მხარს უჭერს საზღვაო განათლების გაძლიერებას, და მეორე მხრივ, ხელს უწყობს მეზღვაურებს სწავლების შემდგომ წარმატებით დასაქმებაში“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მეზღვაურთა წვრთნის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთანაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system