თავში

ერეკლე კუხიანიძე ე.წ. საზღვართან ჩავიდა

ერეკლე კუხიანიძე ე.წ. საზღვართან ჩავიდა
ერეკლე კუხიანიძე ე.წ. საზღვართან ჩავიდა

უმრავლესობიდან გარიცხული დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე შიდა ქართლში ე.წ. საზღვრისპირა სოფელში, საკორინთლოში ჩავიდა და ანატოლი ბიბილოვს რუსულად მიმართა.

,,მინდა გთხოვოთ, ერთად გადავლახოთ ,,ზღვარი" და დავიწყოთ მოლაპარაკებები, რისთვისაც საჭიროა, გაათავისუფლოთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც დაარღვია თქვენი კანონი", - მიმართა ერეკლე კუხიანიძემ ბიბილოვს.

როგორც კუხიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინაც სცადა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა, თუმცა უშედეგოდ. კუხიანიძის თქმით, ტყეში დაიკარგა და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. დღეს მას ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

,,გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ სხვა მიმართულებით გამიშვეს, სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს. უნდა გადავსულიყავი იქ და ისეთ სიტყვებს ვიპოვიდი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრ ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო, დღეს დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ დე-ფაქტო ცხინვალის ციხეში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.

როგორც კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ვაჟა გაფრინდაშვილმა კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ და პროვოკაციაზე მიზანმიმართულად წავიდა. მისი ოჯახი კი სახელმწიფოს უპირისპირდება, რაც კუხიანიძეის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ისინი „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 15 დეკემბერს ექიმის მხარდამჭერი აქცია გამართა, რომელსაც უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა. დეპუტატებმა თანაგუნდელის საქციელი დაგმეს და განაცხადეს, რომ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system