თავში

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას რესტორნებზე წინ დავაყენებდი - თურნავა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას რესტორნებზე წინ დავაყენებდი - თურნავა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას რესტორნებზე წინ დავაყენებდი - თურნავა

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა, მე რესტორნებზე გაცილებით წინ დავაყენებდი ამ საკითხს", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. 

ნათია თურნავას თქმით, ტრანსპორტის გახსნა კორონავირუსის დადებითი შემთხვევების მაჩვენებლის კლებაზეა დამოკიდებული, რომლის მონიტორინგიც მკაცრად ხორციელდება.

"თუკი ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე, არ მიწყენენ ჩემი კოლეგები, მეგობრები, ბიზნესის წარმომადგენლები, მე რესტორნებზე გაცილებით წინ დავაყენებდი ამ საკითხს, მაგრამ აქაც შეჯერებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. 

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, აქ არის გარკვეული რაციონალი, ჩვენ თუ რეგიონ-რეგიონ ვხსნით და ვიცით, მაგალითად, რომ აჭარა მწვანეა, გარკვეული ბარიერები უნდა არსებობდეს. იტალიაშიც არის რეგიონები, სადაც მწვანეა და საქალაქთაშორისო საშვები კონტროლდება. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად და დადებითობის მაჩვენებლის მკაცრი მონიტორინგით, ჩვენ შევძლებთ, რომ თანდათან გავხსნათ ეს ინდუსტრია, თუმცა სანამ არ არის პანდემია დამარცხებული, ვერც მოულოდნელობები და ვერც სიურპრიზები რომ არ იქნება, ამის გარანტიას ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ," - განაცხადა ნათია თურნავამ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system