თავში

საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ - ანდრია ჯაღმაიძე

საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ - ანდრია ჯაღმაიძე
საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ - ანდრია ჯაღმაიძე

„სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია. ყველას გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ამ ერთობაში, ჩვენი, ყველას საკეთებელი საქმე ვაკეთოთ“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჯურნალისტებთან, 5-6 ივლისის მოვლენებსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საუბრისას.

მან გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„პავლე მოციქულის სიტყვებია: ქრისტემ შეირიგა ქვეყანა, ადამიანებს არ შეურაცხა მათი ცოდვები და შერიგების სიტყვა დაგვიტოვა. ამიტომ, მეტი თანაგრძნობა გვმართებს. მინდა, მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს სამძიმარი ვუთხრა. ნებისმიერი ადამიანის, ჩვენი თანამოქალაქის წასვლა, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system