თავში

საზოგადოება ვერ აცნობიერებს საფრთხეს - თენგიზ ცერცვაძე

საზოგადოება ვერ აცნობიერებს საფრთხეს - თენგიზ ცერცვაძე
საზოგადოება ვერ აცნობიერებს საფრთხეს - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საზოგადოება ეპიდმდგომარეობის შესაბამის საფრთხეს ვერ აცნობიერებს. მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს გარანტია, რომ მდგომარეობა სტაბილურად შენარჩუნდება. 

ცერცვაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

"საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომ ის სიტუაცია, რაც დღესაა,არ არის იმის გარანტია, რომ ეს სტაბილურად შენარჩუნდება.შეიძლება ისევ დაირღვეს წონასწორობა და ისევ გახდეს სიტუაცია ძნელად მართვადი. აი, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. გამოვიყენოთ პირბადეები, როგორმე თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებისგან და ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია", - თენგიზ ცერცვაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system