თავში

საზოგადოებას იმედი ჩაესახა, რომ არაფერია დაკარგული - ვახო სანაია

საზოგადოებას იმედი ჩაესახა, რომ არაფერია დაკარგული - ვახო სანაია
საზოგადოებას იმედი ჩაესახა, რომ არაფერია დაკარგული - ვახო სანაია

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა", - ჟურნალისტი ვახო სანაია ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურენა. 

მისი თქმით, ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის გამო. 

"დადასტურდა, რომ ცვლილებები შესაძლებელია და ამ ცვლილებების ავანგარდში დგანან არასამთავრობო სექტორი და კრიტიკული მედია. უზარმაზარია ამ საქმეში შესანიშნავი სახალხო დამცველის როლი.

ცალკე უნდა აღინიშნოს ანა აბაშიძისა და სხვა ძალიან მაგარი ქალების თავდაუზოგავი ბრძოლა. კაცებს არ ეწყინებათ.ვფიქრობ, დღევანდელი ფაქტი გარდამტეხი უნდა გახდეს. საზოგადოებას იმედი ჩაესახა, რომ არაფერია დაკარგული. ამასთან, ყველა ზემოთ დასახელებულ ჯგუფს ექნება რევანშის გამძაფრებული სურვილი, რადგან ვნახეთ, როგორ მოუგო ხელისუფლებამ საზოგადოებას ბასიანის ბრძოლით დაწყებული ყველა სხვა წინააღმდეგობა; როგორ გააფუჭეს საზოგადოების მოპოვებული 20 ივნისის შედეგები პოლიტიკურმა ძალებმა. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიები უნდა მიხვდნენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და კრიტიკულმა მედიამ მათ ჩამოართვა დროშა. პარტიებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უმეტესობამ სწორი პოზიცია დაიკავა. პრეცედენტი არსებობს, დანარჩენი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული!", - განაცხადა ვახო სანაიამ პოსტში, რომელიც Facebook-ზე გამოაქვეყნა. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system