თავში

საზოგადოებრივ ტრანსპორტს დამატებითი დეზინფექცია ჩაუტარდება

საზოგადოებრივ ტრანსპორტს დამატებითი დეზინფექცია ჩაუტარდება
საზოგადოებრივ ტრანსპორტს დამატებითი დეზინფექცია ჩაუტარდება

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ განაცხადა. მისი თქმით, მერია ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებულად მუშაობს. 

„დღეს დამატებითი მითითებები მივიღეთ პრემიერთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოდან, სადაც სატრანსპორტო საშუალებების ხსნარებით დამუშავება. ბუნებრივია, ყველა სატრანსპორტო საშუალება ავტობუსი, მეტროსადგური, ასევე მეტროს ვაგონები მუშავდება სველი წესით. თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ დამატებითი ხსნარები შევიძინოთ, რათა ჩვენი მოქალაქეები იყვნენ სრულად დაცულები“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ადამიანის ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა. საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. ამ დროისათვის, კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system