თავში

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვითარებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვითარებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვითარებას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადამიანების რაოდენობასა და პირბადეების მოხმარებას მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა. 

„29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იწყებს მუშაობას. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად იმ რეჟიმში არ იმუშავებს, როგორც მუშაობდა, ვთქვათ იანვარში ან გასულ წელს. შეზღუდვები იქნება. მაგალითად, მძღოლის ბარიერი იქნება, რათა მძღოლი იყოს დაცული, პირბადეები იქნება მოთხოვნილი და ამის კონტროლს გააკეთებენ მუნიციპალური სამსახურები. ასევე საპატრულო პოლიციის დანაყოფები დაგვეხმარებიან, განსაკუთრებით მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ, როგორც შიგნით ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებთან კონტროლის მიზნით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

ცნობისთვის, 29 მაისიდან აღდგება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. აიკრძალა ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა და მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება ექნებათ. გარდა ამისა, ყველა სახის ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system