თავში

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

"ტრანსპორტი ყველას", - ამ ლოზუნგითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო საზოგადოების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უგუნურია და სცდება ადეკვატურობის საზღვრებს.

"აღარ აქვს ხალხს საარსებო საშუალება. საფრანგეთში საღამოს 18:00 საათიდან დილის 06:00 საათამდეა კომენდანტის საათი, მაგრამ ტრანსპორტი არ გაჩერებულა, იმიტომ რომ ეს არის ბარბაროსობა, გაუაზრებელი ქმედება, იმიტომ რომ უტვინო ხალხით არის სავსე დღევანდელი ხელისუფლება დაკომპლექტებული, გონება დაქვეითებული ადამიანებით. ეკონომიკის მინისტრს, ამ სასაცილო არსებას რომ შეხედავ, როგორ შეიძლება ეს სახელმწიფოდ აღიქვა საერთოდ. სახელმწიფო გაანადგურა ამ ხალხმა, გაანადგურა მათმა სიბრიყვემ, უგუნურებამ, გულგრილობამ ყველაფრის მიმართ",- განაცხადა აქციის მონაწილემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system