თავში

"სჭირდება მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვალიდიზაციას გამოიწვევს" - ჯიშკარიანი

"სჭირდება მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვალიდიზაციას გამოიწვევს" - ჯიშკარიანი
სჭირდება მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვალიდიზაციას გამოიწვევს - ჯიშკარიანი

"ყველაზე საშიში "ვერნიკეს ენცეპალოფატიაა", რომელსაც სჭირდება მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევს ინვალიდიზაციას" , - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხეში განუვითარდა, ისევ აღენიშნება.

"ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც განვითარდა შიმშილობის ფონზე და არასათანადო მოპყრობიდან გამომდინარე, არსად წასულა, ისევ ადგილზე რჩება, ეს არის წამყვანი და ძალიან საშიში სიმპტომები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიზაცია და პაციენტის ინვალიდიზაცია. შესაბამისად, აქ უნდა იყოს მკურნალობა ჩატარებული და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ეს შეუძლებლად მიგვაჩნია", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system