თავში

"დავიწყებიდან დაბრუნებული საქართველოს ღვინის ინდუსტრია“

"დავიწყებიდან დაბრუნებული საქართველოს ღვინის ინდუსტრია“
დავიწყებიდან დაბრუნებული საქართველოს ღვინის ინდუსტრია“

CNN Travel-მა ქართულ ღვინოს ვრცელი სტატია მიუძღვნა. პუბლიკაციაში სახელწოდებით, „როგორ დაბრუნდა საქართველოს ღვინის ინდუსტრია დავიწყებიდან“, დეტალურადაა მიმოხილული ქართული ღვინის ისტორია.

სტატიაში ნათქვამია, რომ „6 ათასი წლით ადრე, ვიდრე ქრისტე წყალს ღვინოდ გადააქცევდა, თანამედროვე ქართველების წინაპრები ყურძენს ღვინოდ გადააქცევდნენ. ქვის ხანაში, სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია ვისიამოვნოთ ღვინის სხვადასხვა სახეობებით საფრანგეთიდან დაწყებული და ახალი ზელანდიით დამთავრებული.

მიუხედავად ამისა, ღვინის სამშობლოში დაწურული ღვინის სახეობები დღემდე უცნობია დასავლელი გურმანებისთვის.

დღეს, 100 წლიანი იზოლაციის შემდეგ, ქართული ღვინის ინდუსტრია აღორძინების პროცესშია. საბჭოთა სისტემამ საქართველოში მევენახეობის ინდუსტრიალიზაცია მოახდინა და ცუდი ღვინის წარმოების პრაქტიკა დაამკვიდრა. პატარა ქვეყანა საქართველო, რომელიც დაახლოებით დასავლეთვირჯინიის ზომისაა, საბჭოთა კავშირში ღვინის მთავარი ექსპორტიორი იყო. იმიტომ, რომ საბჭოეთში აფასებდნენ რაოდენობას და არა ხარისხს, საქართველოში ამ პერიოდში მოჰყავდათ ძირითადად წითელი საფერავი და თეთრი რქაწითელი, ყურძენი, რომელიც დიდ მოსავალს იძლეოდა. არაჩვეულებრივი, მაგრამ მცირემოსავლიანი ვენახები კი თანდათან გაქრა.

საქართველოში გავრცელებული ყურძნის 563 ჯიშიდან, მხოლოდ 7 სახეობის ღვინოს აწარმოებდნენ. კრემლის მიერ დაწესებული კვოტის შესანარჩუნებლად და დიდი რაოდენობით ღვინის საწარმოებლად მასში წყალსა და შაქარს უმატებდნენ.

ამის პარალელურად, სოფლის მოსახლეობა ახერხებდა, სახლის პირობებში, მცირე რაოდენობით, მათთვის სასურველი ღვინის სახეობის წარმოებას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო აგრძელებდა ღვინის ექსპორტირებას რუსეთში, მის მთავარ ბაზარზე.

გარდამტეხი მომენტი 2006 წლის მარტი გახდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადო ქართულ ღვინოს ემბარგო დაადო და საექსპორტო ბაზრის 90 პროცენტი ერთ ღამეში დახურა. გადაწყვეტილება საქართველოს დასჯას ისახავდა მიზნად, მისი დასავლური არჩევანის გამო. თუმცა, ეს ყველაფერი ქართული ღვინის ინდუსტრიის გადარჩენით და აღორძინებით დასრულდა. ახალი პარტნიორებისა და ბაზრის ძიებაში, საქართველო, მოულოდნელად, იძულებული აღმოჩნდა კარგი ღვინო ეწარმოებინა.

ღვინის მსხვილი კომპანიების პარალელურად, რომლებიც საკუთარ ბაზარს ჩინეთში, შუა აზიასა და ცენტრალური ევროპაში აფართოებდნენ, ღვინის ჩამოსხმა მცირე საოჯახო მეღვინეებმა დაიწყეს. მათ დაიკავეს ნიშა, სადაც ისინი უკონკურენტოები იყვნენ და ქვევრის ღვინის წარმოების 8000 წლიანი ტრადიცია ააღორძინეს.

საქართველოში დღეს 500-ზე მეტი ვენახის სახეობაა. ბევრი მათგანი დღეს ღვინის ინდუსტრიაში ახალ სიცოცხლეს იძენს.

საქართველოში ყველაზე დიდი ვენახები, დაახლოებით 60 %, ქვეყნის აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონში მდებარეობს. ცენტრალურ საქართველოში - შიდა ქართლში წარმოებული ღვინო ცნობილია, როგორც მეფეების ღვინო, რომლითაც ქართველ მეფეებს უმასპინძლდებოდნენ. დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, კლიმატი უფრო რბილია და ღვინოს შედარებით მჟავე გემო დაჰკრავს. რაჭა კი, საქართველოს პაწაწინა რეგიონია, სადაც ყველაზე მცირე რაოდენობის, მაგრამ ყველაზე დახვეწილი გემოს ღვინოს აწარმოებენ". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system